კონვერსაციის კონვერტაცია
გადავწექი, ბალიში თავქვეშ ამოვიდე, ყველაფერი ტრიალებს. ნაცნობი ვეში მესმის ლეპტოპის დინამიკიდან.
წამოვჯექი, რაღაც უნდა დავწერო.
ეკრანზე, რამდენიმე დღის წინ გაჭყლეტილი კოღოს არსებობის კვალი მაღიზიანებს.
თითს ვისველებ. ცივა.
თვალები მეხუჭება…
ჯომოლუნგმა
ციდან ვეშვები,
და თეთრი რაში,
კიარადა, თეთრი ვეშები, Continue reading
კარმა
Aside
ღრუბლებს ძუძუები აქვთ და მოლურჯო, ოდნავ დანაოჭებული კერტებიდან სცვივათ წვეთები.
ქრომი ჯიუტად მაფრთხილებს, შენს ბლოგზე შესვლა სახიფათოაო.
მე – დაგირეკე, შენ კი მითხარი, რომ ზედმეტად ფანტაზიორი ვარ და ჩემთან საქმის დაჭერა, ამ ეტაპზე, შენნაირი რეალისტურად მოაზროვნე ადამიანისთვის დამღუპველია. გამოვდივარ ეკას პროფილიდან, ზედმეტად ერთფეროვანი ფოტოები აქვს , მაგრამ კარგ მკერდს ვერაფერს უზამ, როგორი სქელი ლიფითაც არ უნდა ეცადო მისი გრაციის დაფარვას, ალბათ ამიტომაც შევირთე ცოლად. მას მეამბოხე კერტები აქვს, შენ – მთლიანად მეამბოზე ხარ.
შენს ნათქვამზე, შენივე საწოლის ქვეშ დახატული სასაფლაო გამახსენდა. გამეღიმა, სკაიპი გავთიშე. Continue reading
ემილი
^ ჩვეულებრივად გავიღვიძე, ჩვეულებრივი დღე იყო. არც პოზიტიური მზის შუქი შემოდიოდა ფანჯრიდან და არც მიმოფანტული ტანსაცმლის დეკორაცია აბინძურებდა დაულაგებელი ოთახის სურათს. Continue reading
From yesterday, ან ბანალურობა ჩემეულად.
***Windows is shutting up***
Checking for updates…
ONLINE POKER LOADED
Loggining in
TAKE SEAT Pandora77
bBrown vs Pandora77
New hand started
….
-მშვენიერი ფილმი იყო არა?
[small blind]
-ჰო მეც მომეწონა
[Pandora77 checks]
-თუ არ გეჩქარება შეგვიძლია კაფეში დავსხდეთ, მშვენიერი ადგილი ვიცი.
[Raise 10 ]
-სიამოვნებით, ოღონდ თერთმეტისთვის სახლში უნდა ვიყო
[Pandora77 Calls]
-ჯერ 8 საათია, თვითონ მიგაცილებ.
[bBrown checks]
-წავედით.
[Pandora77 checks]
bBrown wins with hight card
New hand started
– ძალიან კარგად ვარ შენთან , ზედმეტად კარგადაც კი და ეს მაშინებს
– მაგიჟებ, რა არის ცუდი ამაში? Continue reading
Arrivederchi
დათო მთელი დღე ლოკოკინებს ამტვრევდა და აივნიდან ყრიდა.
როგორც იქნა ამოიღო ჯიბიდან მოსაწევი და შეკეთება დაიწყო. თვალები გამიბრწყინდა. დილიდან ვცქმუტავდი მაგრამ არაფერი შემიტყვია. უახლოესი ორი საათი გაუნძრევლად ვეყარეთ. მერე კიდე ერთი პაპიროსი მოვწიეთ. ბოლო პარაოზის მერე საერთოდ გაითიშა. აურა რუხი კვამლით იყო ინსპირირებული. პერიფერიული მხედველობის ცენტრში მყავდა მოქცეული და ვუხსნიდი რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი იყო მეორე რაღაცაზე, რომ დიტოს შეყვარებული მაგარი ნაშაა, მაგრამ დიტო ჩვენთან ერთად გაიზარდა, ამიტომ არ გვაქ უფლება მის მეგობარ გოგონაზე აგვიდგეს, მაგრამ რატომღაც აღარ მახსოვდა რატომ დავიწყე ამ თემაზე ლაპარაკი. ის კი ნამდვილად მახსოვს რომ ჩემი მონოლოგი ასე დასრულდა: Continue reading

